
საფრანგეთში 3 თვის წინ მოკლული მარად სურმანიძის ოჯახის წევრები აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ისინი 31 წლის კაცის ცხედრის გადმოსვენებას 3 თვეა უშედეგოდ ელიან. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.
მთავრობასთან შეკრებილების ნაწილს შენობაში შესვლა და მთავრობის თავმჯდომარესთან გასაუბრება შესთავაზეს, თუმცა აქციის იმონაწილეოს ამას არ თანხმდებიან და პასუხისმგებელი პირის გარეთ გამოსვლას ითხოვენ.
ფრანგული მედიის ცნობით, 31 წლის კაცი მეუღლემ მოკლა. მათ 5 შვილი დარჩათ, ისინი თავშესაფარში არიან გადანაწილებულები, ქალი დაკავებულია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.