ამაღამ სურამის კვანძი-ზესტაფონის მონაკვეთზე გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

გამოქვეყნდა:

სურამის კვანძი-ზესტაფონი მონაკვეთზე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 2024 წლის 12 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, დაგეგმილია გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132-კმ200 (სურამის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, გვირაბის დასავლეთის მიმართულებაზე მორიგეობით.

ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ცალხმრივ რეჟიმში გადაადგილებას და საავტომობილო ნაკადების რეგულირებას უზრუნველყოფს შპს „არალი“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი