კედლის მხატვრობის 21 კრიტიკული კერაა, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები | უცხოელი ექსპერტები გელათში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ

გამოქვეყნდა:

გადარჩება თუ არა გელათის უნიკალური მხატვრობა და ღვთისმშობლის მოზაიკა - ამ კითხვებს პასუხს საერთაშორისო ექსპერტები უახლოეს მომავალში გასცემენ. გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი სპეციალისტები რამდენიმე დღეა გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას სწავლობენ. 

ქართველი და უცხოელი ექსპერტები რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ ამბობენ, რომ კედლის მხატვრობაში 21 კრიტიკული კერაა, რომელსაც დაუყოვნებლივ საკონსერვაციო სამუშოები ესაჭიროება. არსებული დროებითი გადახურვა საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს, რადგან გასულ თვეში წვიმების შემდეგ ტაძარში წყალი ჩავიდა, ამიტომ, საჭიროა მისი დამატებით გადახურვა.

"ყველა ის კრიტიკული კერა, რომელიც მონიშნული იყო გელათში, ის კერები, რომლებიც მხატვრობის კუთხით არის მძიმე მდგომარეობაში, მათ თქვეს, რომ დაუწყებენ უკვე გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას. ჩამოსულია მოზაიკის კონსერვაციის ხელმძღვანელი, ბატონი რობერტო ნარდი, რომელიც გუშინ მთელი დღე მუშაობდა, დღეს უკვე ჯგუფი დაიწყებს ამ მოზაიკის სრულ დამუშავებას. [...] საქმე არის იმედიანად, პროცესი დაიწყო და აწი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იქნება საკონსერვაციო პროცესი როგორც მხატვრობაზე, ისე მოზაიკაზე", - თქვა არქიმანდრიტმა კირიონმა, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი