სასწრაფო და სრული კონსერვაცია - ეს არის ექსპერტების პირველი და უმთავრესი მოთხოვნა გელათის ტაძრის შესწავლის შემდეგ. თუმცა ეს არ არის ყველაზე მძიმე შეფასება, რომელზეც უცხოელი მეცნიერების ჯგუფი საუბრობს. კრიტიკული კერები, დაზიანებული მოზაიკა და ფრესკები რომელთა აღდგენა უკვე შეუძლებელია - დასკვნაში კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ გელათის ტაძარი ვეღარასოდეს დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას და ახლა აუცილებელია ფოკუსირება კულტურული მემკვიდრეობის იმ ნაწილზე, რომლის გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია.