ბათუმში ბინების ფასი კიდევ 3%-ით გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში ბინების ფასი კიდევ 3%-ით გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა - ინფორმაციას bpn.ge Colliers Georgia-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ირკვევა, რომ 2024 წლის ბათუმში 1 120 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 30%-ით შემცირდა და 51 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

გამოცემის ცნობით, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19%-იანი კლება დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, ბათუმში თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 664 აშშ დოლარამდე შემცირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი