ომბუდსმენის აპარატი სკანდალში გაეხვა. ლევან იოსელიანის უწყების თანამშრომელი კოლეგას ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებს. საქმის მოკვლევა ლევან პაპავას წინააღმდეგ სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო, თუმცა არსებობს გარემოება, რომელიც ვითარებას ბუნდოვანს ხდის. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორი აცხადებს, რომ თამარ ალანიას ბრალდებები უსაფუძვლოა და მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია. პაპავა დევნას, სასამართლოში ომბუდსმენის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკავშირებს. აპარატის თანამშრომელი სახალხო დამცველს გულგრილობაში ადანაშაულებს, რაც სამართლებრივი დავის მიზეზი გახდა.