
აჭარაში 40 წლის მამაკაცი მძიმე ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება ახლა სწავლობს საქმეს, რომელიც 15 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური შევიწროების მუხლით არის აღძრული. გოგონა, რომელიც ბიძას ძალადობაში ადანაშაულებს, მომხდარის გასაჯაროების შემდეგ ჯერ დეიდის მხრიდან გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ახლა კი წყაროს ცნობით მშობლები მას პოლიციისთვის მიცემული ჩვენების უარყოფას თხოვენ. არასრულწლოვანის დედა მომხდარზე კამერებთან არ საუბობს და მედიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი, თეა ვაშალომიძე