აფეთქება თბილისში - წინასწარი შეფასებით, კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, დაშავებული არავინაა

გამოქვეყნდა:

აფეთქება თბილისში - სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე.

აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე სართული, ასევე კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი