"ხმაურმა გაგვაღვიძა, ჩამოლეწილი იყო ფანჯრები... შუშები ეყარათ ბავშვებს" | სამტრედიის ქუჩაზე 9 სართულიანი კორპუსის მდგრადობას ამოწმებენ

გამოქვეყნდა:

სამტრედიის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტები მუშაობენ და 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას ამოწმებენ. შენობაში, სადაც 93 ოჯახი ცხოვრობს,  ძლიერი აფეთქება ღამის დაახლოებით 3 საათზე მოხდა, რაც სავარაუდოდ  ბუნებრივი აირის გაჟონვას მოყვა. 

აფეთქების კერა  კი პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართი აღმოჩნდა. კორპუსში მაცხოვრებლები ამ ეტაპზე შენობიდან გამოყვანილები არიან. შუშები ჩაიმსხვრა გვერდით მდებარე კორპუსებშიც. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი