
თბილისის მერიის ინფორმაციით, ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
"ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.აღნიშნულ ხიდს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის გამოც, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება" - წერია განცხადებაში