თბილისში, ბახტრიონისა და ფანასკერტელის კვეთაზე, მშენებარე სპორტკომპლექსის მიმდებარედ გზა გასკდა. როგორც ადგილობრივები შიშობენ, არის საფრთხე, რომ პროცესები შეუქცევადად განვითარდეს. ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ ადგილზე კორტები და სარეკრეაციო სივრცე უნდა მოწყობილიყო, თუმცა მოგვიანებით, იქ 6-სართულიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, თბილისის მერიას, მშენებლობის დაწყებამდე, ეს ტერიტორია შესწავლილი არ ჰქონდა და არც ის საფრთხეები და რისკები შეუსწავლია, რაც დედაქალაქის ცენტრში ასეთ მასშტაბურ მშენებლობას მოჰყვებოდა.