
სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კორპუსი სრულად დაცლილია, 93 ოჯახი, რომელიც მრავალსართლიან სახლში ცხოვრობდა სასტუმროშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება, რომელიც შენობას აფეთქების შედეგად მიადგა. მიზეზებს ახლა გამოძიება სწავლობს. პირველადი დასკვნით აფეთქების კერა პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართია, სადაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ამ ეტაპზე დასადგენია ზარალის რაოდენობაც, კორპუსის სარემონტო სამუშაოები კი გამოძიების დასრულების შემდეგ დაიწყება.
ავტორი: დავით კობიძე