როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15 მარტს | პროგნოზი

გამოქვეყნდა:

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით: 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 15 მარტს უნალექო, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 16 მარტს კი გაწვიმდება. 17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +15, +17 გრადუსი იქნება.  

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.  

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი