მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი | "ფესვების" ხელმძღვანელი პრეზიდენტის ღონისძიებაში მონაწილეობაზე

გამოქვეყნდა:

ანსამბლ "ფესვების" ხელმძღვანელი, ბადრი დარჩიძე ადასტურებს, რომ გუშინ, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მოულოდნელად გზიდან გააბრუნეს. ის "მთავართან" ამბობს, რომ მიზეზად პროცედურული საკითხები დაუსახელეს და უთხრეს, რომ კულტურის ცენტრში წერილი "სათანადოდ" არ ყოფილა შესული.

დარჩიძე ამბობს, რომ თავად მიმართა კულტურის ცენტრს ნებართვასთან დაკავშირებით, ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე. 

"მე მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, მითხრეს წადიო, წამოვედი, დაბრუნდიო, დაბრუნდი. არ ყოფილაო წერილი სათანადოდ შემოსულიო, კულტურის ცენტრში, შუახევში. იქიდან უნდა იყოს მიწვევა მოსული, თბილისიდან, [ხომ იყო მიწვევა] სიტყვიერიაო და ფაქტიურად სიტყვიერი არ გვინდაო, წერილობით გვინდაო. [რეალურად მიმართული გქონდათ კულტურის ცენტრისთვის] კი, ერთი კვრის წინ... შესაბამისი მოთხოვნა თუ მოვაო, არ არის პრობლემაო, მე მოვემზადე იმისთვის, რომ წამოვსულიყავი, ხალხი წამომეყვანა, რომ წამოვედი მერე თქვეს, რომ არ მოსუალო და, ეჭვები, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა კულტურის ცენტრი", - ამბობს დარჩიძე.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია თავად პრეზიდენტმა გაავრცელა. იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი