"ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ" | ბითაძე

გამოქვეყნდა:

"ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ", - ამის შესახებ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბითაძემ, საკომიტეტო სხდომაზე მოსმენისას განაცხადა. 

ჩვენ არ არ ვართ არც ვეტერინარები, არც კინოლოგები. უბრალოდ რაღაც გვსმენია და რაღაც გაგვიგია. კანონპროექტი სანამ დაინიცირდებოდა, 60 შეხვედრა გაიმართა ყველა დარგის სპეციალისტთან. შესაბამისად, ნებისმიერი ის ციფრი, რომელიც კანონპროექტში იყო ასახული, იყო სპეციალისტებთან ერთად გაწერილი.

[...]

კანონპროექტში სიახლე შემოდის - ეს არის სტერილიზაცია/კასტრაციის ვალდებულება. ჩვენ, ყველას, ვალდებულება გვექნება, კანონის კონკრეტული მუხლების ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ - იმ ვეტერინარული წესების მიხედვით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაც დადგენილია, - თქვა ბითაძემ.

მისივე თქმით, გამონაკლისი შეეხება სანაშენე ძაღლებს, რომლის პატრონების სპეციალურ ცნობებს აიღებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი