ბათუმში, TV 25-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში, TV25-ის გადამღებ ჯგუფს გუშინ, 14 მარტს თავს დაესხნენ. როგორც მედია წერს, მათი რეპორტიორი და ოპერატორი "ოცნების ქალაქში" მოქალაქეებისთვის აშენებული კორპუსების გადაღების მიზნით იმყოფებოდნენ, რა დროსაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც ცდილობდა. 

"ჩვენს რეპორტიორს და ოპერატორს ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. „მაცნეს“ კამერა ადგილზე უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეებისთვის აშენებული კორპუსების გადაღების მიზნით იმყოფებოდა, თუმცა თეო ფუტკარაძეს იქ დასაქმებულები დაუპირისპირდნენ და ღია სივრცეში გადაღების უფლება არ მისცეს. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრესია.

რამ გამოიწვია მათი გაღიზიანება, ჩვენთვის უცნობია, თუმცა წინააღმდეგობას იქ მომუშავეები უსაფრთხოების დაცვის მოტივით ხსნიდნენ.  საცხოვრებელი კორპუსების პროექტს ე.წ ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს", - წერს TV25.

დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი