
"საყოველთაო ამნისტია პატიმრებს" - ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან პატიმრების ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს.
საკაონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ პარლამენტმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილოს, რადგან ამნისტია, უკვე 12 წელია, აღარ ყოფილა. პატიმრების ოჯახები საზოგადოებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტს "გირჩმა" წარუდგინა, თუმცა, 5 მარტს, "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტის განხილვა 2 თვით გადადო. მმართველი უმრავლესობის მიერ პროცესის გაჭიანურებას "ოცნების" ოპონენტები ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებენ - პირველი რიგში, ოპოზიციის შეფასებით, ეს წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას უკავშირდება და დიდი ალბათობით ივანიშილის გუნდი "გირჩის" პროექტს საკუთარ ინიციტივას დაუპირისპირებს, რომელიც ხელისუფლების ინტერესებზე იქნება მორგებული.