ისტორიის გადაწერის მცდელობა - "ოცნების" ხელისუფლებამ ოკუპაციის მუზეუმიდან ომის და რუსეთის სისასტიკის ამსახველი არქივი გააქრო. უკვე ორი წელია ვიდეოინსტალაცია საბჭოთა ოკუპაციისა და კრემლის სამხედრო ინტერვენციის ამსახველი ფოტოებითა და კადრებით აღარ არსებობს. თავდაპირველად მუზეუმის ადმინისტრაციამ პრობლემა ტექნიკური ხარვეზით ახსნა, თუმცა უკვე დღეს ისტორიკოსებს ერთადერთი განმარტება აქვთ - ოლიგარქიული რეჟიმი ცდილობს ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე მომენტები მეხსიერებიდან ამოშალოს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე