შშმ ბავშვთა მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"ნუ, დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე!" - ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სარეაბილიტაციო პროგრამის გაუმჯობესებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მასში ხარვეზებია და სრულყოფილი არ არის. 

"მთავრობისგან ვითხოვთ მეტ ჩართულობას და ყურადღების მიქცევას შშმ ბავშვების პრობლემების მიმართ. ჩვენ გუშინ გვქონდა ჯანდაცვის  სამინისტროში შეხვედრა, სადაც დაგვპირდნენ, რომ შეიცვლებოდა რეაბილიტაციის პროგრამის განრიგი, რომელმაც პრობლემები შექმნა და ეს ადამიანები გააერთიანა და გამოიყვანა ქუჩაში. ეს საკითხი მოგვარდება, თუმცა ჩვენ გვაქვს გამოვლენილი ძალიან ბევრი პრობლემები, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ერთი უწყების ჩართულობას, არამედ სხვა უწყებებისაც. იმიტომ, რომ არის ბევრი კომპლექსური საკითხი...

თერაპიების რაოდენობა ისე შემცირდა ერთი თვის ჭრილში, რომ ეფექტიანობა იკარგება თვითონ თერაპიების და, რეალურად, ასეთი ცვლილება პრაქტიკულად ეწინააღმდეგება თვითონ კანონპროექტის დანიშნულებას, რომ შეუმსუბუქოს ბავშვს ცხოვრება და ადაპტაციაში ხელი შეუწყოს," -  ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც შშმ ბავშვთა მშობლები ამბობენ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

ცნობისთვის, გუშინ, 15 მარტს,  ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, თუმცა მშობლებმა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი