
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-2 ნაწილით დაიწყო.