პროტესტის მე-4 დღე ჭიათურაში | შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზს" კერძო საკუთრების განადგურებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

პროტესტის მე-4 დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში - მაღაროების ნაწილი ამ დრომდე პარალიზებულია. სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" კერძო საკუთრების განადგურებაში ადანაშაულებს. მათ კარვები აქვთ გაშლილი და 24-საათიან აქციებს მართავენ.

ადგილობრივების თქმით, კომპანია წლების განმავლობაში მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, მიწის სიღრმეში, მანგანუმს მოიპოვებდა, რის გამოც სახლები დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. დაიმეწყრა ეზოები და სახნავ-სათესი მიწები. აქციის მონაწილეები კომპენსაციასა და სოფლიდან გასახლებას ითხოვენ.

"იძულებული გაგვხადა კომპანიამ, დაგვირღვია ყველანაირი ხელშეკრულების პირობები. მე ვარ ის ერთ-ერთი ქალი პირამოკერილი რომ ვიყავი...მოთხოვნა გვქონდა, რომ ზარალი აენაზღაურებინათ და 1 ლარი არ მაქვს აღებული," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ პროტესტის მონაწილეების უმრავლესობას კომპენსაციები აღებული აქვთ. 

ცნობისთვის, მაღაროების შეფერხების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი