
რუსი აგრესორების მიერ, მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრები უკრაინელები სიმბოლურად ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან შეიკრიბნენ და პუტინის ომის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
"ორ წლის წინ, რუსებმა ბომბები ესროლეს მარიუპოლის თეატრს, სადაც დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. რუსეთის ამ ქმედებამ უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენი პერფორმანსით გვინდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ იქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ რუსებისთვის"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე
ოკუპანტებმა 2022 წლის 16 მარტს მიწასთან გაასწორეს შენობა, სადაც ბავშვები რუსულ ჭურვებს აფარებდნენ თავს.