
ქალები ვისაც მშობიარობა ტანჯვად გადაექცათ. დღეს ორი ქალის ისტორიას მოგიყვებით, ვინც „იმედის კლინიკას“ არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს, რაც მათ ჯანმრთელობამ გამოუსწორებელი შედეგები მოუტანა. პაციენტები ამტკიცებენ, რომ კლინიკაში ჯერ დიაგნოზი არასწორად დაუსვეს, შემდეგ კი სანაცვლოდ სუროგაციას სთავაზობენ. ერთ-ერთმა პაციენტმა ნათია მჭედლიშვილმა სამართლებრივი დავაც დაიწყო, თუმცა 8 თვეზე მეტია საქმე თაროზეა შემოდებული; გამოძიების უმოქმედობას პაციენტი პოლიტიკური დაინტერესებით ხსნით - ერთ -ერთი ექიმის ძმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. დაზარალებულ პაციენტებზე და მათ ღია ბრალდებებზე "იმედის კლინიკის" ექიმები საუბარს ერიდებიან. დეტალებზე ზოგად კომენტარს აკეთებს კლინიკის დირექტორი. მხოლოდ საავადმყოფოს იურისტი ადასტურებს რომ დაზარალებულების ისტორიებს კარგად იცნობენ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე