
ასმათ აფაქიძეს და ოქროყანელების ნაწილს მიწა ნაძვნარით, რომელსაც 40 წლის განმავლობაში უვლიდნენ, წაართვეს. კერძო მეპატრონე მანანა ცერცვაძეა, რომელიც ახლა იმუქრება რომ ტერიტორიას შემოსაზღვრავს და მრავალწლოვან ხეებსაც გაჩეხავს, რაც ადგილობრივებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
უკვე წლებია ოქროყანელები ასმათ აფაქიძესთან ერთად ცდილობენ, სადავო მიწის ნაკვეთი შეესყიდათ, თუმცა შესაბამისი უწყებებიდან ყველა ჯერზე უარი იყო. სამეზობლომ გამოსავალი იმით იპოვა, რომ ნაძვნარი ნოტარიულად დროებით სარგებლობაში დაიმტკიცეს. თუმცა ვითარება კერძო მეპატრონის გამოჩენამ თავდაყირა დააყენა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი