რეგიონებში 19 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში გადატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგიონებში 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა.

"11 ერთეული ცირკული და 1 ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. 2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან, ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა," - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა აღნიშნავს, წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი