"სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა" | აქცია "ელიავას ბაღის დასაბრუნებლად"

გამოქვეყნდა:

"სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა", - თბილისში, ე.წ. "ელიავას ბაზრობის" მიმდებარედ აქცია გაიმართა. 
ადგილობრივები სივრცისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მერიას კერძო მფლობელის საკუთრებაში არსებული, ტერიტორიაზე განთავსებული რეკრეაციული ზონის გამოსყიდვას სთხოვენ. 

"უზარმაზარი პარკი იყო, ახლადდაქორწინებულთა პარკი ერქვა, ეს არის რეკრეაციული ზონა და ეს ბაზარი [ელიავას ბაზრობა] მოდის, შემოდის და არავინ აჩერებს ამ ბაზრობას. 60 ხეა მოჭრილი. მივმართავთ მერიას გააჩერეთ ვანდალიზმი", - ამბობს აქციის მონაწილე.

ასევე ადგილზე შეგროვდა ხელმოწერებიც, რომელსაც თბილისის მერიაში უახლოეს დღეებში შეიტანენ. 
აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავსაა".

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი