შიდა ქართლში 700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ოკუპანტების მავთულხლართებს მიღმაა | გაიცანით ძეგლების დამცველი, მანანა თევზაძე - გვანცა სუთიძის რუბრიკა

გამოქვეყნდა:

მხოლოდ შიდა ქართლში, რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართის მიღმა 700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია მოქცეული. ეს ქვათა ღაღადი ერთგავარი მრავალსაუკუნოვანი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ეს ტერიტორია უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არის ოკუპირებული გარეშე ძალის მიერ. ამ ძეგლების მდგომარეობა სავალალოა. ზოგი მოუვლელობით ნადგურდება, ზოგი მავანთა თვითნებურ პატრონაჟს ეწირება, ზოგს კი მიზანმიმართულად ანგრევენ.

ლომისას აჭედილი კარი და თამაზ გინტურის მკვლელობა ერთი ეპიზოდია იმ დიდი კულტურული მემკივიდრეობის დემონტაჟისა, რასაც რუსი ოკურპანტები ასე წარმატებით აგრძელებენ. ამასთან, აეროგადაღებები ადასტურებს, რომ 12 ქართული სოფელი მიწასთან გაასწორედ, თითქოს იქ არც არავის უცხოვრია. უკანონოდ გავლებული მავთულხლართის მიღმა მოქცეული კულტურული საგანძურის აღრიცხვა და შეძლებისდაგვრად გადარჩენა დისტანციურად, ნამდვილად რთული და დასაფასებელი საქმეა.

ავტორი: გვანცა სუთიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი