
ქართველების კრიმინალური საგა მექსიკაში. უკვე მეხუთე დღეა საქართველოს 30 მოქალაქე ტყვეობაში იმყოფება. მათი მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა მიგრანტებს გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ. დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც დაატყვევა მექსიკის გავლით ამერიკაში გადასვლის მსურველები, გამოსასყიდის სახით 90 ათას დოლარს ითხოვს. რა მოხდება თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - გაურკვეველია.
თუმცა თავად მიგრანტების და მათი ახლობლების მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას საგარაო საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება. დიპლომატიურ უწყებში მხოლოდ დღეს გააკეთეს პირველი განცხადება, უბრალოდ უარყვეს მოქალაქეების გატაცება და დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, სამინისტროში კვლავ მედია დაადანაშაულეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.
ავტორი: დავით კობიძე