
მეტროსადგურ "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 2024 წლის დეკემბრამდე გადაიდო. ვადის გადაწევაზე შეთანხმება "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და კონტრაქტორ შპს "ბადა ქონსთრაქშენს" შორის უკვე გაფორმდა.
"სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო საჭირო გახდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება... ზემოაღნიშნულის გათვალისწინება იწვევს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას," - წერია შეთანხმების დოკუმენტში.
თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები "ბადა ქონსთრაქშენს" ტენდერის გარეშე 4.2 მილიონ ლარად დაუკვეთა. 2022 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორს სამუშაოები სამშენებლო ნებართვიდან 8 თვის ვადაში, 2023 წლის 15 ივლისამდე უნდა დაესრულებინა. მას შემდეგ ვადამ ორჯერ გადაიწია:
"ბადა ქონსთრაქშენს" კიდევ ერთი მეტროსადგურის - "ვარკეთილის" რეაბილიტაცია აქვს ჩაბარებული. 2022 წლის 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულდეს, ვადა 2024 წლის ივნისში იწურება.