კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი თბილისში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს. 

ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს მიღებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ პაციენტი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

7 წლის გოგო იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც 18 მარტს, დედოფლისწყაროში, სველ გზაზე მოცურდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევას 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი