ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდთან მოხდა. მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და რკინიგზის წარმომადგენლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი გაუმართავი ლიანდაგია. მატარებლის ერთ-ერთი მგზავრი "მთავარ არხს" ეუბნება, რომ მოქალაქეებს არავინ დახმარებია და ბარგით მოუწიათ ალტერნატიული გზა მოეძებნათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. 

რკინიგზაში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან აცდა ლიანდაგს.

"შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა", - აცხადებენ რკინიგზაში.

ფოტო:

ავტორი: ლადო მენაბდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი