თამაზ გინტურის მკვლელობა, უკანონო ბორდერიზაცია და დაკავებულების გათავისუფლება | ერგნეთში შეხვედრა იწყება

გამოქვეყნდა:

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 118-ე შეხვედრა იწყება. ქართული მხარე შეხვედრაზე მოითხოვს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლებას. 

ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე, ოფიციალური თბილისი განმარტებებს მოითხოვს.

გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინა შეხვედრიდან დღემდე 3 უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა.

"განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს, ეს ინციდენტები გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის კუთხით 1 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 5 ფაქტი, წინა შეხვედრიდან დღემდე - 3 ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე, დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. გარდა აღნიშნულია, დადგება საკითხი და მოვიკითხავთ რა სტადიაშია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, არის თუ არა აღძრული საქმე და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები", - ამბობს სუს-ის წარმომადგენელი, ირაკლი ანთაძე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი