TI: სასამართლო კლანის ლიდერის, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახმა ბოლო 5 წელში საჩუქრად 120 468 დოლარი მიიღო

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, სასამართლო კლანის ლიდერის, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახს ბოლო 5 წელში საჩუქრად 120 468 დოლარი აქვს მიღებული.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული თანხა ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ ოჯახის წევრებისგან მიიღეს. 

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ - მარიკა მარიკაშვილმა, რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეებმა - ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს, 2019-2023 წლების დეკლარაციების თანახმად.

სწორედ ასეთი ფაქტების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეთა კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც ევროკომისია გვთხოვს და მთავრობა ეწინააღმდეგება" - წერს ორგანიზაცია 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი