ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა | კაცი კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა - ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დასაქმებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.  

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყებები.  ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი