ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გზა სიმამრის სახლამდე დააგებინა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ სიმამრის სახლამდე გზა დააგებინა. სოფელ ცხემლისხიდში ასფალტის საფარი სწორედ იქ წყდება, სადაც დავით დარჩიას ცოლის მშობლიური სახლია. ჩვენი ჟურნალისტი ლადო მენაბდე  მთელი დღეა უშედეგოდ ცდილობს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას. 

კომპანია "ტალადას" წარმომადგენელი, რომელმაც სამუშაოები შეასრულა ამბობს, რომ სოფლის ამ ნაწილში გზა მუნიციპალიტეტის მითითებით დააგეს. 

მერიის წარმომადგენლის მოადგილე კი  გვიყვება, რომ ამ ეტაპზე მეტის საშუალება არ იყო, მაგრამ სამომავლოდ გზის საფარის დაგება სოფლის დანარჩენ უბნებშიც გაგრძელდება, თუმცა  ზუსტად როდის გაგრძელდება საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის ნათესავებამდე მიყვანილი გზის დაგება უცნობია.

არსებული ინფორმაციით, დავით დარჩია ივანიშვილის კურსელია. 

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი