დაავადებული კვერცხუჯრედების საერთაშორისო სკანდალი | ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან ისრაელში ხელოვნური განაყოფიერებისთვის გენეტიკური პათოლოგიის მქონე მასალა იყიდებოდა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო სამედიცინო სკანდალი საქართველოში. ბათუმის დონაციისა და სუროგაციის ცენტრი ბრალდებების ეპიცენტრშია. საქართველოს და ისრაელის პოლიცია იძებენ საქმეს უმძიმესი ბრალდებით. საუბარია ხელოვნური განაყოფიერებისთვის საზღვარგარეთ დაავადებული კვერცხუჯრედების გაყიდვაზე. პათოლოგიის მქონე მასალის ხელოვნური განაყოფიერება ძირითადად ისრაელში ხდებოდა და შესაბამისად ემბრიონში კონკრეტული დაავადებები ვითარდებოდა. 

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, საუბარია ისეთ გენეტიკურ დეფექტზე, რომელიც ნაყოფში ჰემოფილიას იწვევდა. ამ საქმეზე თელ-ავივში უკვე დააკავეს ორი მედიკოსი, ინ-ვიტრო განაყოფიერების კერძო კლინიკის მთავარი ექიმი და ერთ-ერთი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოძიება მათ თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებაში ადანაშულებს. ახლა გამოძიება ცდილობს ფაქტებით დაამტკიცოს, რომ პათოლოგიური მასალა ისრაელში ბათუმიდან ხვდებოდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი