მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 10 დღით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობიტ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება),  დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი