ბორჯომში ავარიას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ავარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.

ტელეკომპანია ბორჯომის ინფორმაციით, შემთხვევა 20 მარტს, ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა სავარაუდოდ მტკვარში გადავარდა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი