
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.
თოფურია ღირსების ორდენზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს. მათ კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. თუმცა, პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად, კობახიძე და პაპუაშვილი ორბელიანების სასახლეში არ მისულან.
იხილეთ ასევე: