7.5 მილიონ ლარი გელათისთვის | ახალი დაფინანსება საპატრიარქოს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქოს პრემიერმინისტრის განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო. ამ თანხით გელათის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. საერთაშორისო ექპერტების ბოლო დასკვნის თანახმად, ქვვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, უკვე ცნობილია რომ ჩამორეცხილი ფრესკების ნაწილი ვეღარ აღდგება. იმ შემთხვევაში, თუ უნიკალური ტაძრის სასწრაფო რეაბილიტაცია არ განხორციელდა, გელათმა შესაძლოა პირვანდელი სახე საერთოდ დაკარგოს. კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს რეაბილიტაციის მორიგ ეტაპზე და როდის ეს უცნობია, ისევე როგორც ვინ გააკონტროლებს საპატრიარქოსთვის გადარიცხული მილიონების მიზნობრიობას.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი