
93 000 ლარი ოჯახის წევრებისგან - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ტრისტან ბენაშვილის შემოსავლები შეისწავლა.
დეკლარაციის მიხედვით, ბენაშვილს ქონების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებისგან აქვს მიღებული. მათ შორის, დეკლარაციაში წერია, რომ თბილისის ორი უძრავი ქონება და ნატახტარში მიწის ნაკვეთი მას მამამ აჩუქა.
"ბენაშვილის 2023 დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს მან მამისგან საჩუქრად 60 000 ლარი, მისმა მეუღლემ რუსუდან ძმანაშვილმა, ძმისგან 30 000 ლარი, ხოლო შვილმა ბებია-ბაბუისგან 3 000 ლარი მიიღეს. საინტერესოა, რომ 2018 წელს ტრისტან ბენაშვილს მამამ ორი უძრავი ქონება თბილისში, ხოლო ნატახტარში მიწის ნაკვეთი აჩუქა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, მათ შორის ტრისტან ბენაშვილის, კეთილსინდისიერება ევროკავშირის განსაზღვრული პირობების თანახმად უნდა გადამოწმდეს." - წერს TI