პარალიზებული ონლაინ სალარო | გულშემატკივრები ბილეთებს ვერ ყიდულობენ

გამოქვეყნდა:

სამი დღე გადამწყვეტ მატჩამდე და პარალიზებული ონლაინ სალარო. გულშემატკივრების დიდი ნაწილი საქართველო - საბერძნეთის საფეხბურთო თამაშზე დასასწრები ბილეთების რიგში დილიდან უშედეგოდ დგას. სისტემა გადატვირთულია, ქომაგებს კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალზე მოსახვედრად და ბილეთების შესაძენად ალტერნატიული არჩევანი არ აქვთ. 

ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივი მხოლოდ TKT.ge- ს აქვს, თუმცა ვებსაიტი დილის 12 საათიდან ხარვეზებით მუშაობს.

გულშემატკივრების ნაწილი დინამოს სტადიონთან მივიდა იმ იმედით, რომ ბილეთებს სალაროებში იყიდდნენ, თუმცა გაყიდვები მხოლოდ ონლაინაა.

სამშაბათს კი ქვეყანა ისტორიული მატჩის მოლოდინშია - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქვს შანსი პირველად გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი