მიტოვებული მორგი | რესპუბლიკური საავადმყოფოს პათანატომიური კორპუსი მოზარდების გასართობ ადგილად იქცა

გამოქვეყნდა:

დერეფანში დაყრილი ადამიანის სხეულის ნაწილები -  თავის ქალები და კიდურები.  რესპუბლიკური საავადმყოფოს პათანატომიური კორპუსი არასრულწლოვანების  ერთ-ერთ გასართობად არის გადაქცეული. კორპუსი დიდი ხანია უფუნქციო და დაკეტილია, თუმცა შენობა იმდენად დაუცველი იყო, რომ მასში ნებისმიერი მსურველი თავისუფლად შედიოდა.

დღეების განმავლობაში  საავადმყოფოს ამ მიტოვებულ ნაწილს მოზარდები ხშირად სტუმრობდნენ, ერთობოდნენ, პროზექტურის განყოფილებაში ვიდეოებს იღებდნენ და შემდეგ ეს კადრები სოციალურ ქსელში ხვდებოდა. ის რომ დალუქული შენობაში მოზარდები შედიოდნენ,  იცოდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმაც და დირექციამაც, თუმცა ამ ფაქტზე დიდი ხნის განმავლობაში არავინ რეაგირებდა.  მას შემდეგ რაც ამბავი და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, მომხდარით  სამართალდამცველები დაინტერესდნენ და გამოძიებაც დაიწყო. 

ავტორი: დავით კობიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი