
სუროგატი დედობა, რომელიც ჯანმრთელობის გამოუსწორებელი პრობლემებით დასრულდა. GGRC- ის ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრს სუროგატი დედა მძიმე ბრალდებას უყენებს და ინფიცირებული ემბრიონის გადატანაში ადანაშაულებს, რამაც ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალს ჯანმრთელობის უმძიმესი შედეგები მოუტანა. საკეისრო კვეთის შემდეგ ქალმა საშვილოსნო დაკარგა. რეპროდუქციული კლინიკა ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს რომ სუროგატი დედის სხეულში ინფიცირებული ემბრიონის გადატანა არ მომხდარა. სუროგატი დედაც და კლინიკაც ახლა ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე