სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები, მეღვინეობა და არალიცენზირებული გიდები | "რუსული ტურიზმი" საქართველოში

გამოქვეყნდა:

ტურიზმის სფეროს კრიზისი საქართველოში. ტუროპერატორები სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც რუსულენოვანი გიდების მასობრივად შემოსვლამ განაპირობა. ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს შექმნილი აქვთ ე.წ კომუნები, თავადვე ჩამოჰყავთ ტურისტები და მომსახურებასაც რუსულ ენაზე უწევენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კი რუსულნომრიანი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან. ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მთავარ პრობლემად არალიცენზირებულ გიდებს ასახელებენ და ქვეყანაში კანონის გამკაცრებას ითხოვენ.

ტუროპერატორების თქმით, საქართველოში არსებობს ე.წ. შავი ბაზარი, რომელიც არ არის დარეგულირებული და სწორედ ოკუპანტი ქვეყნებიდან ჩამოსულმა ე.წ კომუნებმა შექმნეს. მათ რუსეთიდან თავიანთი მოქალაქეები ჩამოჰყავთ და რუსულენოვან მომსახურებას უწევენ, სანაცვლოდ კი ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდიან. 

მათივე თქმით, ეს ველაფერი მოახლოებულ ტურისტულ სეზონს დიდი რისკის ქვეშ აყენებს, რადგან, მათი პროგნოზით, ქართველი გიდები ფაქტობრივად უმუშევრად დარჩებიან.

ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ სფეროსთან დაკავშირებით რეგულაციები უკვე მიიღო, თუმცა ტუროპერატორების თქმით, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს არ აგვარებს, ვინაიდან ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა უცხო ქვეყნის გიდის მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, ძალაში 2027 წლიდან შედის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი