ემიგრაცია ოჯახების გადასარჩენად - საქართველოს ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი ტოვებს

გამოქვეყნდა:

ადამიანები, რომლებასაც საკუთარმა სახემწიფომ ვერ უპატრაონა და იძულებული გახადა სამშობლო და ოჯახები  დაეტოვებინა - ემიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ელემენტარული შემოსავლის მიღების იმედით საზღვრებს მიღმა 2 მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდა. ამ საგანგაშო სტატისტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული უკიდურესი ეკონომიკური კრიზისია. მსოფლიო მასშტაბით საქართველო იმ ქვეყნების სიაში ლიდერ პოზიციაზეა, რომელთა მოქალაქეები თავშესაფრის მოტხოვნის მიზნით სამშობლოს ტოვებენ.

ხათუნა ხოლოაშვილი ოჯახს მძიმე შრომით არჩენს. დიდუბის ბაზრობაზე  ურნების ნარჩენებისგან დაცლა და შორს მანძილზე გატაყრა დღეში ოთხჯერ უწევს. შემოსავალი არაფერში ჰყოფნის, ამიტომ ოცნებობს,  ქვეყუანა დატოვოს და ემიგრაციაში წავიდეს. არც სახლი აქვს და ჯანმრთელობუის მდომარეპობაც ყოველ დღე უუარსდება. 

შვილის დაბრუნებას 82 წლის პაუსია კემულარია ყოველ დღე ელოდება. თავშესაფრის მოთხოვნით, უცხო ქვეყანაში ყოფილი სამხედრო ერთი წლის წინ გადაიხვეწა. წლების განმავლობაში ადამიანი, რომელიც სამშობლოს  სადარაჯოზე იდგა -  სამსახური დაატოვებინეს და იძულებული გახდა პოლონეთში წასულიყო. იქ მძიმე სამუშაოს ასრულებს, რომ ოჯახი არჩინოს. 

იმ ადამაინების რიცხვი, ვინც საკუთარმა სახელმწიფომ სარჩოს გარეშე დატოვა - ყოველ დღე იზრდება. საფრანგეთის ოფიციალური სტატისტიკით,  საქარათველო მესამე ადგილს იკავებს , საიდანაც მიგრანტები მიიღეს. ამ მონაცემებში მხოლოდ ბანგლადეშსა და ავღანეთს ჩამოვრჩებით.

საქართველოდან წასული ადამაინების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება - "საზოგადოება და ბანკების" კვლევის მიხედვით კი, მხოლოდ  2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს,  არის შრომისუნარიანი და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

ექსპერტების შესაფებით, მასობრივად ქვეყანას მოსახლეობა  უკიდურესი სიდუხჭირის გამო ტოვებს. ადამაინები არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო დღოითიდღე უფრო და უფრო ღარიბდბიან, რაც აიძულებთ რომ ოჯახები დატოვონ და უცხო ქვეყნაში გაოიხვეწონ.

უმუშევროვბა, გაჭირვება და უიმედობა თანაბრად აწუხებთ როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლად. ბელა საბეკია მარტო მას შემედგე დარჩა, რაც გაჭირევბის გამო მისმა ორივე შვილმა ქვეყანა დატოვა.  

საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართველები იმედს არ კარგავენ, რომ მალე სახლში დაბრუნებინ. მაგრამ ამ დრომდე, როგორც ჩანს, ორ მილიონამდე ადამინას საკუთარი ქვეყნა ოცნებების ასრულებას უცხოურ მიწაზე უპირებს. 

ავტორი: ნანი სისვაძე; ირაკლი კვარაცხელია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი