ჟინვალის სატუმბ სადგურზე წყალი აიმღვრა, დუშეთსა და დაბა ჟინვალში წყლის გრაფიკი წესდება

გამოქვეყნდა:

დუშეთის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო  ჟინვალის სატუმბ სადგურზე წყალი აიმღვრა, რის გამოც ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. 

კერძოდ, მოსახლეობა სასმელ წყალს მიიღებს ყოველ დღე 08:00 საათიდან 12:00 საათამდე და 20:00 საათიდან 23:50 საათამდე. გრაფიკი სავარაუდოდ, 8 აპრილამდე იმოქმედებს.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების, უხვი ნალექის გამო, დაბა ჟინვალის სატუმბ სადგურზე აიმღვრა წყალი, რის გამოც, გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში დგინდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი. [...] 

დაწესებული გრაფიკის პერიოდში, წყალმომარაგება გადავა სრულიად ფილტრატზე და მოსახლეობას მიეწოდება სუფთა, სასმელად ვარგისი წყალი.

გრაფიკის სავარაუდო დასრულების თარიღია 8 აპრილი.

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ქალაქი დუშეთი და დაბა ჟინვალი დაუბრუნდება 24 საათიან წყალმომარაგებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი