საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართება - პატიმრების ოჯახის წევრები ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებიან.
მიმართვის ადრესატი "ქართული ოცნებაა," რომელიც "გირჩის" ინიციატივას არ ეთანხმება. მსჯავრდებულების ახლობლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ჰუმანური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და 12 წლის შემდეგ, საყოველთაო ამნისტიას მხარი დაუჭიროს.