ფეხბურთის ბილეთების "შავი ბაზარი" | უბილეთოდ დარჩენილი ათასობით მოქალაქე გადამყიდველებისა და ბილეთების გამყიდველი პლატფორმის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

საფეხბურთო ემოციებზე არანაკლებ მძაფრია ბილეთებთან დაკავშირებული სკანდალი. მეორე დღეა საზოგადოების განხილვის მთავარ თემად იქცა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის სქემა. სისტემის გახსნის პირველივე წამიდან დაფიქსირდა რიგი, რომელშიც ასობით ათასი მსურველი იყო. ქსელი მუშაობდა ნელა და ხშირ შემთხვევაში რიგს აკარგვინებდა მათაც კი, ვინც მაქსიმალურად ახლოს იყო შეძენასთან. საბოლოოდ 54 ათასი ბილეთი 5 საათში ისე გაიყიდა, რომ ათასობით გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა. და ეს იმედგაცრუება გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბილეთები გადამყიდველების ხელში ათმაგ ფასად აღმოჩნდა. ახლა ფეხბურთის ფანები ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ ფეხბურთის ფედერაციისა და ბილეთების გამყიდველი პლატფორმისგან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი