ადვოკატის ცნობით, სტიქიის განვითარების შესახებ შეტყობინებები გაიგზავნა, მაგრამ ისინი ადრესატამდე ვერ მივიდა | ახალი დეტალები შოვის ტრაგედიის შესახებ

გამოქვეყნდა:

შეიძლებოდა თუ არა შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება - ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სტიქიის შესაძლო განვითარების შესახებ შეტყობინებები გაგზავნა, მაგრამ ეს შეტყობინებები ადრესატებამდე ვერ მივიდა. მიზეზი ძველი ბაზები იყო. სააგენტოს წლებია მონაცემები არ განუახლებია. 

გარდა ამისა, სამაშველო შვეულმფრენების მოთხოვნის შესახებ შეტყობინება სასაზღვრო პოლიციაში ერთი საათის დაგვიანებით შევიდა. ადვოკატებს მტკიცებულებების გასაჯაროება და მათზე საუბარი აკრძალული აქვთ. კითხვებს არ პასუხობს არც საქმის გამომძიებელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი